1.1. კომპანია ნივთის/პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას შეკვეთის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი/პროდუქტი წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესის დაცვით.
1.2. გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ შეკვეთის გაუქმების უფლება გაქვთ წესების და პირობების 5.2.4. პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დაცვის შემთხვევებში, ხოლო ნივთის/პროდუქტის დაბრუნება მისი ჩაბარების შემდეგ შეგიძლიათ წინამდებარე პოლიტიკის 1.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების პოლიტიკის 2.7. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
1.3. კომპანია უფლებამოსილია არ დაიბრუნოს ნივთი/პროდუქცია ან/და არ მოახდინოს შეკვეთის გაუქმება წინამდებარე პოლიტიკის 1.2. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ სხვა მოთხოვნის დროს.
2.1. ნივთის/პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანიის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ ნივთის/პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი ნივთის/პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა კომპანიის ელ. ფოსტის მისამართზე: gntsystem@hotmail.com ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით)
2.3. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში
2.4. თუ ნივთს/პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.
2.5. ნივთის/პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 3სამუშაო დღისა თბილისში და რეგიონში 10 სამუშაო დღისა.
2.6. ნივთის/პროდუქტის დაბრუნების დროს ნივთს/პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).
2.7. ნივთის/პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. ნივთი/პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. ნივთს/პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.7.3. ნივთს/პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.7.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან;
2.8. გამონაკლის შემთხვევებში პროდუქტის/ნივთის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია გამყიდველისა და კომპანიის მიერ ორივე მხრიდან თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, კომპანიისა და გამყიდველის მიერ თქვენთვის მოწოდებული პირობებით.
3.1. წინამდებარე პოლიტიკის 2.8. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში თუ კომპანია და გამყიდველი თანხმობას აცხადებს მომხმარებლის მიერ ნივთის/პროდუქტის საგამონაკლისო წესით დაბრუნებაზე ასეთ შემთხვევაში, კომპანია იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ ნივთში/პროდუქტში გადახდილი თანხის:
3.1.1. 80-90%-მდე იმ შემთხვევაში, თუ ნივთის/პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაუზიანებელია ან გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ ნივთს/პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
3.1.2. 60-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ ნივთის/პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ ნივთს/პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი.
3.1.3. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ ნივთს/პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს ნივთს/პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს ნივთში/პროდუქტში გადახდილი თანხა.
3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ამასთანავე, 3.1.1. და 3.1.2 პუნქტში მითითებული თანხები ჩაითვლება კომპანიის სერვისის საფასურად.
3.3. კომპანია მომხმარებელს შეძენილი ნივთის/პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში.
4.1. კომპანია მომხმარებლის მიერ ნივთის/პროდუქტის დაბრუნებისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:
4.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი, რომელიც 30კგ-მდე ნივთების/პროდუქტების შემთხვევაში შეადგენს 50₾
5.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური ნივთის/პროდუქტის წამოღებაზე;
5.2. ნივთის/პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;
5.3. თუ ნივთის/პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ნივთის/პროდუქტის დაბრუნების სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო(აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და gnt.ge-ზე განთავსებულ ნივთის/პროდუქტის მახასიათებლებს) კომპანია უზრუნველყოფს სურვილის დაფიქსირებიდან თბილისში 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონში 10 სამუშაო დღის ვადაში ნივთის/პროდუქტის დაბრუნებას (მომხმარებლიდან პროდუქტის წამოღებას) წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით.
5.4. ნივთის/პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.5. ნივთის/პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, თუ სერვის ცენტრი დაადგენს ნივთის ქარხნული წუნის არსებობის ფაქტს და ნივთის ჩანაცვლების საჭიროებისთვის გასცემს შესაბამის დასკვნას, კომპანიის მიერ ნივთის ჩანაცვლების განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის აღნიშნული დასკვნის დედანის ჩაბარება.